logo
ENG



ამერიკის სენატმა 2 ტრილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

26 მარ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად შეერთებული შტატების სენატმა რეკორდული, 2 ტრილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ეს ქვეყნის ისტორიაში ეკონომიკური სტიმულირების ყველაზე მასშტაბური გეგმაა.

კანონპროექტი მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალიც 75 ათას დოლარამდე იყო, პირდაპირი წესით ათას 200 დოლარის გადახდას ითვალისწინებს. დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატა ხვალ განიხილავს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელს დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს, თუმცა მასობრივი ტესტირების აუცილებლობას ქვეყანაში ვერ ხედავს. შტატებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა 70 ათასს აღწევს, მსხვერპლი კი ათას 36-მდე გაიზარდა. 


close დახურვა